Thursday, June 9, 2011

ავტომობილი

ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.








პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).
 ყველაზე გრძელი სერიული ავტომობილის ოდესმე წარმოებული მოდელი იყო 1938 წლის დუსენბერგ SJ ტაუნ-ქარი —6.25 მ, რაც ასევე უმძიმესი სტანდარტული მანქანა იყო 2903 კგ-ით.

გრძელი ლიმუზინები, რომლებიც ქუჩებში გვხვდება 10 მეტრს აღწევს და 14 მგზავრის გადაყვანა შეუძლია მეტნაკლები კომფორტით. ყველაზე გრძელი სამგზავრო ავტომობილი/ლიმუზინი 22 მ სიგრძის სპეციალური შეკვეთით არაბი შეიხისთვის კალიფორნიაში დამზადებული მანქანაა შუაში დამატებითი საყრდენით. 30,3 მეტრის ლიმუზინი 26 ბორბლით შოუ ბიზნესისთვის ააწყვეს ბუნბენკში.

მანქანა ყველაზე დიდი გარბენით არის 1966 წლის ვოლვო P-1800S, რომელსაც 1.764.000 მილი აქვს გავლილი დღემდე.

ეს არის პირველი მანქანის გეგმა



პირველი მერსედეს ბენცი




იხილეთ (ბიბლიოგრაფია)wikipwdia.org- დან

პირველი ავტომობილი მსოფლიოში YouTube-დან.


 ეს 1769 წელს იყო.. პირველი მანქანა, რომელიც ძრავზე ამუშავდა. 


კუნიოს პირველი ავტომობილი


წელს „მერსედეს ბენცი“, კარლ ბენცის მიერ პირველი ავტომობილის შექმნიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იყო. გაცილებით ადრე, კერძოდ კი 1769 წელს, პირველი თვითმავალი ურემი, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტომობილი, ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზე კუნიომ დაამზადა.
კუნიოს თვითმავალი ურემი (ფარდიე დე კუნიო, ან ფარდიე ა ვაპურ) სამხედრო დანიშნულებით შექმნა და მის მამოძრავებლად ორთქლის მანქანა გამოიყენა. თავისი ქმნილების საფუძვლად, მან ორბორბლიანი მძიმე ურემი გამოიყენა, რომელსაც სამხედროები მძიმე არტილერიის გადასატანად იყენებდნენ. ჩვეულებრივ, ურემს ცხენები ეზიდებოდნენ, რომლებიც კუნიომ დამატებითი ბორბლით და მასზე დამაგრებული ორთქლის მანქანით შეცვალა.
პირველად კუნიომ შედარებით პატარა ორთქლის მანქანა დაამზადა. მომდევნო წელს კი დიდი ზომის მანქანაც დამზადდა, რომელსაც გამომგონებლის გათვლით, ერთ საათში, 4 ტონა ტვირთის თითქმის 8 კილომეტრზე გადატანა შეეძლო (თუმცა, პრაქტიკაში ეს არავის შეუმოწმებია). საკუთრივ ორთქლის ურიკა 2.5 ტონას იწონიდა.
იმის გამო, რომ ყრიკაზე წონა მეტისმეტად უთანაბროდ იყო განაწილებული, ის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ამ არასტაბილურობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ ურიკას მოძრაობა მოუწყობელ გზებსა და აღმართებზე უწევდა. სწორედ ეს გახდა პირველი ავარიის მიზეზიც - 1771 წელს, მეორე ურიკა უკონტროლო გახდა, დაღმართზე დაგორდა და არსენალის კედელს დაეჯახა. სწორედ ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს პირველ საავტომობილო ავარიად.
არც ორთქლის მანქანა გამოირჩეოდა სტაბილური მუშაობით. მისი ქვაბი ურიკის წინ იყო დაკიდული. მის ძირზე საცეცხლე იყო განლაგებული. დგუშის ასამოძრავებლად საჭირო ორთქლის წარმოქმნას დაახლოებით 15 წუთი სჭირდებოდა, რის გამოც, მანქანის მოძრაობა ხშირად წყდებოდა და მისი სიჩქარეც ამის გამო მცირდებოდა.
ხანმოკლე ტესტების შემდეგ, საფრანგეთის არმიამ კუნიოს ორთქლის მანქანაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, 1772 წელს საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, კუნიოს პენსიის სახით, წლიური 600 ლივრი დაუწესა. მისი მანქანა კი, 1800 წელს პარიზის ხელოვნების და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის მუზეუმში გადაიტანეს, სადაც დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.
კუნიოს ორთქლის ურიკის ზუსტი ასლი ტამპა ბეის (აშშ) საავტომობილო მუზეუმშიცაა გამოფენილი. ეს ექსპონატი, რომელიც ორიგინალურისგან განსხვავებით, მოქმედია, ახლახანს პარიზში, ყოველწლიურ პოპულარულ შოუ „რეტრომობილზე“ გამოფინეს.

Tuesday, April 5, 2011

უძველესი ფულის ერთეულები

     იდეა ღირებულების საზომი ერთეულების შექმნის შესახებ ადამიანებს უძველეს დროში  გაუჩნდათ. იდეის განსახორციელებლად შემოიღეს ღირებულების საზომი  ერთეული რომელსაც უწოდეს ფული. ფულმა ათასწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი სახეცვლილებები განიცადა და რაღა თქმა უნდა მისი დღევანდელი სახე აბსოლუტურად განსხვავდება პირველი ფულის პროტოტიპისაგან.


    ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.




უძველესი მონეტები



ითვლება, რომ ყველაზე პირველად მონეტები გამოჩდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი, ჩვენს ერამდე, სპარსეთის მეფე დარიოსმა მოახდინა "ეკონომიკური რევოლუცია" თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობის იყო.
თანამედროვე მონეტები
მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოსაგან გამოჭედვა. მათ არ გააჩნდათ "შინაგანი" ფასეულობა, განსხვავებით ძვირფასი ლითონებისაგან, არამედ მათზე დატანილი იყო ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები.თითქმის ყველა მონეტაზე გაარჩევდით წინა მხარეს – ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს. ყოველი ეპოქა გარკვეულ ნაკვალევს ტოვებდა მონეტების გამოსახულებაზე. უძველეს მონეტებზე შეამჩნევდით მხოლოდ უბრალო ჩაღრმავებებს. ჩვენს ერამდე V საუკუნიდან კი მონეტებზე გამოჩნდა ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და ასოები (ასოებით გამოსახავდნენ ქალაქების ინიციალებს, სადაც იბეჭდებოდნენ ისინი). ხოლო ზემოთნახსენებმა დარიოსმა, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტებს.
  

ნუმიზმატიკა 


ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) — ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, მედლებს, ორდენებს. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV-XV სს.-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა.
დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი:ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და  პეტერბურგში.
ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798), რომლის ფუნდამენტურ რვატომეულს "მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ" დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
XIX საუკუნეში ნუმიზმატიკის კურსი იკითხებოდა დასავლეთ ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებში.

მონეტები ჩნდება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებში. ფულის შექმნა მიეწერება ორ კერას. ერთი არის კუნძული ეგინა ეგეოსის ზღვაში და მეორე არის მცირეაზიური სახელმწიფო ლიდია, რომელიც, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, მდებარეობდა დღევანდელი ანკარის დასავლეთით.
  რაც შეეხება საქართველოს, კოლხეთიც შეგვიძლია შევიყვანოთ იმ პიონერებში, რომლებმაც მონეტა შექმნეს. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ქალაქ მილეთიდან, რომელიც ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, გადმოსახლდნენ კოლონისტები. კოლონისტებმა დააარსეს ბერძნული ქალაქი ფაზისი - თანამედროვე ფოთი, დიოსკურია - თანამედროვე სოხუმი, გიენოსი - თანამედროვე ოჩამჩირე, პიტიუნტი - თანამედროვე ბიჭვინთა. სწორედ ფაზისელმა ბერძნებმა დაიწყეს ფულის მოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე.
  ამ ფულს ზოგადად ვუწოდებთ კოლხურ თეთრს და იჭრებოდა ძველი წელთაღრიცხვის ქ|-||| საუკუნეებში. ეს ფული ჩვენთან მიმოიქცეოდა და ჩვენი კულტურის კუთვნილებაა იმიტომ, რომ ჩამოსახლებული ბერძნები თანდათან განიცდიან ბარბარიზაციას. ხდებიან ორენოვანი და ბერძნულთან ერთად საუბრობენ მეგრული ენის ადრეულ ფორმებზე. 





პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭვდა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.







 ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.

იხილეთ ვრცლად








 ფულის ენერგეტიკა 


რა ენერგეტიკას ატარებს ფულის ერთეული?!  
სამყაროში ისევე როგორც სხვა ყველაფერი ფულიც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს (იგი სიმბოლოა სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისა). ძველთაგანვე ფულის ნიშნებზე გარკვეულ ციფრებსა და ნიშნებს გამოხატავდენენ და ხშირ შემთხვევებში ამას ეზოთერული დატვირთაც ჰქონდა. ძველ თუ თანამედროვე ბანკნოტებზე და მონეტებზე მეფეთა, მონარქთა თუ პრეზიდენტთა პორტრეტებს ვხვდებით (რაღა თქმა უნდა ეს სიმდიდრის, ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო). პირველი ფულის ნიშნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩნდება, მანამდე კი ადამიანებში საქონლის ბარტერული გაცვლა ხდებოდა, იყო სხვანაირადაც, მაგალითად, ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულზე ფულის მოვალეობას ნიჟარა ასრულებდა, ციმბირში ძვირფასი ბეწვი გამოიყენებოდა ა. შ. ........  იხილეთ გაგრძელება (ბიბლიოგრაფია)
 










დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: უცხოური მონეტები  ასევე მონეტის მოჭრის ცენტრები ძველ საქართველოში 




ფულის ერთეულები










     







პირველი კომპიუტერი



       XX  საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა  ტექნოლოგიურ აღმოჩენამდე მიგვიყვანა და ცხოვრების ჭესი შეგვიცვალა.
წინათ ინფორმაცია ქაღალდზე- წიგნებში,გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
     XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები  ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. 1940-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას" მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.




I თაობის კომპიუტერი   ENIAC


უკანასკნელ წლამდე ცნობილი იყო,რომ პირველი ეგმ. ააგეს 1945 წელს ამერიკაში ფიზიკოსმა ჯონ ეკრტიმ  (Jon Presper Eckert)  და ჯონ მოუჩლიმ (Jone Mauchiy),  რომლის სახელწოდებაც იყო "ენიაკი"  (ENIAK) . "ენიაკი"  მსოფლიოში პირველი ეგმ-ია , რომლის კონსტრუქტორები არიან ეკერტი და მოუჩლი და მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაში. 


 


    პირველი კომპიუტერი ენიაკი იწონიდა 27ტ. შედგებოდა 18000 ლამპრისგან,იკავებდა 200 კვ/მ ფართობს და მას ემასახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია.                                                                                        ENIAK-is პარალელურად დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ იქმნებოდა  კომპიუტერი IBM , რომელსაც შეეძლო კოდების გაშიფრა, რის გამოც საჭირო იყო მისი გასაიდუმლოება. 1943 წელს ლონდონში გამოიგონეს მანქანა ჩოლოსსუს, რომელსაც ჰქონდა 1500 ელექტრონული ლამპა.



.
II თაობის კომპიუტერი(1958-1963)
ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ,ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა 2 თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და სჭრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე.ისინი წარმოადგენენ  პატარა რგოლებს,რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. იგი წინამორბედი კომპიუტერისგან განსხვავდება მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური  ამოცანების ამოსახსნელად. 
ამ თაობის კომპიუტერებია: "M-220"    "BECM-4"   "yрал-4"  "минск-4" .. 



პირველი პერსონალური კომპიუტერი..


პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უდავო უპირატესობით, როგორივაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობის გამო გამოთვლითი ტექნიკა ადამინის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა,რამაც თავის მხრივ საინფორმაციო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
  პირველი პერსონალური მიკრო კომპიუტერი,სახელწოდებით "Altair" შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანია "MITS"  დაარსა  ელ რობერტსმა. ფაქტიურად "Altair" წარმოადგენდა მიკრო კომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე  პერსონალური კომპიუტერებისაგან. მას არ ქონდა არც კლავიატურა და არც მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით.







Apple-ის პირველი კომპიუტერი ლონდონის აუქციონზე 210 ათას დოლარად გაიყიდა
Ambebi.Geლონდონში, Christie's-ს აუქციონზე კომპანია Apple-ის მიერ 1976 წელს გამოშვებული პირველი კომპიუტერი 210 ათას დოლარად გაიყიდა. 

" Apple-1"-ის მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი და კოლექციონერი მარკო ბოლნეა. ორგანიზატორები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ Apple-1 160-240 ათას დოლარად გაიყიდებოდა.