ფულს ისევე დიდი ხნის ისტორია აქვს, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციას. საუკუნეების სვლასთან ერთად ფულადი ერთეულებიც მუდმივად იცვლებოდა. მას ცალკეულ ქვეყანაში თავისი ისტორია აქვს და თითოეული თავისთავად უნიკალურია.
უძველესი მონეტები |
ითვლება, რომ ყველაზე პირველად მონეტები გამოჩდნენ ჩინეთსა და ძველი ლიდიის სამეფოში ძვ.წ VII საუკუნეში. დაახლოებით 500 წელს კი, ჩვენს ერამდე, სპარსეთის მეფე დარიოსმა მოახდინა "ეკონომიკური რევოლუცია" თავის სახელმწიფოში, შემოიღო რა მონეტები ოფიციალურ გაცვლის ერთეულად და ჩაანაცვლა ამით ბარტერი. მონეტები სწრაფად გავრცელდა მეზობელ, ბარბაროსულ ტომებში, მოგვიანებით კი – უფრო შორსა და შორს. იმ დროისთვის მონეტების ბეჭვდის სახსრები და შესაძლებლობები მხოლოდ მდიდარ მიწათმფლობელებსა და მონასტრებს ჰქონდათ. თავიდან მონეტები მხოლოდ ოქროსი, ვერცხლის ან მათი შენადნობის იყო.
თანამედროვე მონეტები |
მაგრამ მალე ძვირფასი ლითონების სიმცირემ განაპირობა მონეტების სპილენძისა და ბრინჯაოსაგან გამოჭედვა. მათ არ გააჩნდათ "შინაგანი" ფასეულობა, განსხვავებით ძვირფასი ლითონებისაგან, არამედ მათზე დატანილი იყო ღირებულების აღმნიშვნელი შესაბამისი ნიშნები.თითქმის ყველა მონეტაზე გაარჩევდით წინა მხარეს – ავერსს და უკანა მხარეს – რევერსს. ყოველი ეპოქა გარკვეულ ნაკვალევს ტოვებდა მონეტების გამოსახულებაზე. უძველეს მონეტებზე შეამჩნევდით მხოლოდ უბრალო ჩაღრმავებებს. ჩვენს ერამდე V საუკუნიდან კი მონეტებზე გამოჩნდა ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები და ასოები (ასოებით გამოსახავდნენ ქალაქების ინიციალებს, სადაც იბეჭდებოდნენ ისინი). ხოლო ზემოთნახსენებმა დარიოსმა, პირველად ისტორიაში, ოქროს მონეტებზე თავისი სახე გამოაჭედვინა. ამის შემდეგ კი მონეტებზე სახავდნენ დიდებულების, გმირების, ისტორიული მოვლენების და ბევრ საინტერესო ფაქტებს.
ნუმიზმატიკა
ნუმიზმატიკა (ლათ. Numisma - მონეტა) — ისტორიული მეცნიერების დამხმარე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის მონეტებს, მედლებს, ორდენებს. ნუმიზმატიკა, როგორც მეცნიერული ტერმინი, შუა საუკუნეებიდან იხმარება. თავდაპირველად მასში მონეტებისა და მედლების შეგროვება იგულისხმებოდა, რასაც საფუძველი ჩაეყარა იტალიაში XIV-XV სს.-ში; აქედან გავრცელდა ის სხვა ქვეყნებშიც. კოლექციონერობას კერძო პირები მისდევდნენ, მაგრამ მალე მან სახელმწიფოებრივი ღონისძიების ხასიათი მიიღო და ევროპის მუზეუმებში ნუმიზმატიკური კაბინეტები შეიქმნა.
დაარსდა ხუთი დიდი ნუმიზმატიკური ცენტრი:ლონდონში, პარიზში, ვენაში, ბერლინსა და პეტერბურგში.
ნუმიზმატიკური მეცნიერების ფუძემდებელია ავსტრიელი ნუმიზმატი იოსებ ეკელი (1737-1798), რომლის ფუნდამენტურ რვატომეულს "მეცნიერება ძველებური მონეტების შესახებ" დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა.
XIX საუკუნეში ნუმიზმატიკის კურსი იკითხებოდა დასავლეთ ევროპისა და რუსეთის უნივერსიტეტებში.
მონეტები ჩნდება ძველი წელთაღრიცხვის მეშვიდე-მეექვსე საუკუნეებში. ფულის შექმნა მიეწერება ორ კერას. ერთი არის კუნძული ეგინა ეგეოსის ზღვაში და მეორე არის მცირეაზიური სახელმწიფო ლიდია, რომელიც, უხეშად რომ წარმოვიდგინოთ, მდებარეობდა დღევანდელი ანკარის დასავლეთით.
რაც შეეხება საქართველოს, კოლხეთიც შეგვიძლია შევიყვანოთ იმ პიონერებში, რომლებმაც მონეტა შექმნეს. ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე საუკუნეში ქალაქ მილეთიდან, რომელიც ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა, გადმოსახლდნენ კოლონისტები. კოლონისტებმა დააარსეს ბერძნული ქალაქი ფაზისი - თანამედროვე ფოთი, დიოსკურია - თანამედროვე სოხუმი, გიენოსი - თანამედროვე ოჩამჩირე, პიტიუნტი - თანამედროვე ბიჭვინთა. სწორედ ფაზისელმა ბერძნებმა დაიწყეს ფულის მოჭრა ჩვენს ტერიტორიაზე.
ამ ფულს ზოგადად ვუწოდებთ კოლხურ თეთრს და იჭრებოდა ძველი წელთაღრიცხვის ქ|-||| საუკუნეებში. ეს ფული ჩვენთან მიმოიქცეოდა და ჩვენი კულტურის კუთვნილებაა იმიტომ, რომ ჩამოსახლებული ბერძნები თანდათან განიცდიან ბარბარიზაციას. ხდებიან ორენოვანი და ბერძნულთან ერთად საუბრობენ მეგრული ენის ადრეულ ფორმებზე.
პირველი ქაღალდის ფულის პროტოტიპი შეიქმნა ჩინეთში ჯერ კიდევ IX საუკუნის დასაწყისში. დიდი და მნიშვნელოვანი საქმეები დიდ თანხებს მოითხოვდნენ, ამიტომ იმპერატორმა დააბეჭვდინა მაღალი ხარისხის ქაღალდი, რომელზეც დატანილი ნიშნებით იგი 10000 სპილენძის მონეტის მაგივრობას სწევდა. ხოლო მასიურად ბანკნოტების ბეჭვდა დაიწყო 1024 წელს, რადგანაც ომის დასაფინანსებლად დიდი სახსრები იყო საჭირო. ამას მონეტები ვერ უზრუნველყოფდნენ, მათი სიმცირისა და ძნელად ტრანსპორტირებადობის გამო. მარკო პოლო წერდა, რომ: ქაღალდის ფულის გამოშვება - ეს ახალი შესაძლებლობაა იმ მიზნის მისაღწევად, რომლისკენაც ასე დიდი ხანი მიისწრაფვოდენენ ალქიმიკოსები. ამ მოსაზრების საბაბი მიუცია 1276 წელს ჩინეთში მოგზაურობისას შეხვედრილ იმპერატორულ ბანკნოტებს, რომლებიც გამოიყენებოდა, როგორც საყოველთაო გადახდის საშუალება. ჩინგიზ-ხანის მართველობა ამ კუპიურებს თავისუფლად ცვლიდა ოქროზე.
ფული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტია. პირველი ფული ძვ. წელთაღრიცხვის VII-VI საუკუნეებში მოჭრეს და მან საქონელი შეცვალა. კოლხეთი იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა დაიწყეს.
ფულის ენერგეტიკა
რა ენერგეტიკას ატარებს ფულის ერთეული?!
სამყაროში ისევე როგორც სხვა ყველაფერი ფულიც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს (იგი სიმბოლოა სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისა). ძველთაგანვე ფულის ნიშნებზე გარკვეულ ციფრებსა და ნიშნებს გამოხატავდენენ და ხშირ შემთხვევებში ამას ეზოთერული დატვირთაც ჰქონდა. ძველ თუ თანამედროვე ბანკნოტებზე და მონეტებზე მეფეთა, მონარქთა თუ პრეზიდენტთა პორტრეტებს ვხვდებით (რაღა თქმა უნდა ეს სიმდიდრის, ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო). პირველი ფულის ნიშნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩნდება, მანამდე კი ადამიანებში საქონლის ბარტერული გაცვლა ხდებოდა, იყო სხვანაირადაც, მაგალითად, ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულზე ფულის მოვალეობას ნიჟარა ასრულებდა, ციმბირში ძვირფასი ბეწვი გამოიყენებოდა ა. შ. ........ იხილეთ გაგრძელება (ბიბლიოგრაფია)
ფულის ერთეულები
სამყაროში ისევე როგორც სხვა ყველაფერი ფულიც გარკვეულ სიმბოლოს წარმოადგენს (იგი სიმბოლოა სიმდიდრისა და მატერიალური კეთილდღეობისა). ძველთაგანვე ფულის ნიშნებზე გარკვეულ ციფრებსა და ნიშნებს გამოხატავდენენ და ხშირ შემთხვევებში ამას ეზოთერული დატვირთაც ჰქონდა. ძველ თუ თანამედროვე ბანკნოტებზე და მონეტებზე მეფეთა, მონარქთა თუ პრეზიდენტთა პორტრეტებს ვხვდებით (რაღა თქმა უნდა ეს სიმდიდრის, ძალისა და ძალაუფლების სიმბოლო იყო). პირველი ფულის ნიშნები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჩნდება, მანამდე კი ადამიანებში საქონლის ბარტერული გაცვლა ხდებოდა, იყო სხვანაირადაც, მაგალითად, ოკეანეთის ზოგიერთ კუნძულზე ფულის მოვალეობას ნიჟარა ასრულებდა, ციმბირში ძვირფასი ბეწვი გამოიყენებოდა ა. შ. ........ იხილეთ გაგრძელება (ბიბლიოგრაფია)
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: უცხოური მონეტები ასევე მონეტის მოჭრის ცენტრები ძველ საქართველოში
ფულის ერთეულები
No comments:
Post a Comment