Tuesday, April 5, 2011

პირველი კომპიუტერი



       XX  საუკუნეში ელექტრონიკის დარგში გაკეთებულმა აღმოჩენებმა  ტექნოლოგიურ აღმოჩენამდე მიგვიყვანა და ცხოვრების ჭესი შეგვიცვალა.
წინათ ინფორმაცია ქაღალდზე- წიგნებში,გაზეთებსა თუ ჟურნალებში ინახებოდა. მათ შესანახად საჭირო იყო დიდი სისტემები და ბიბლიოთეკები.
     XX საუკუნის დასაწყისში დაიწყეს ექსპერიმენტები  ელექტრონიკის დარგში. მეცნიერებმა გამოიგონეს ელექტრონული ლამპები, რომელთაც შეეძლოთ ემართათ ელექტროდების სუსტი ნაკადი. 1940-იან წლებში ლამპები გამოიყენეს პირველი კომპიუტერის ასაგებად. ამ "ვეება მანქანას" მთელი ოთახი ეჭირა, მაგრამ ანგარიშის გარდა არაფერი შეეძლო.




I თაობის კომპიუტერი   ENIAC


უკანასკნელ წლამდე ცნობილი იყო,რომ პირველი ეგმ. ააგეს 1945 წელს ამერიკაში ფიზიკოსმა ჯონ ეკრტიმ  (Jon Presper Eckert)  და ჯონ მოუჩლიმ (Jone Mauchiy),  რომლის სახელწოდებაც იყო "ენიაკი"  (ENIAK) . "ენიაკი"  მსოფლიოში პირველი ეგმ-ია , რომლის კონსტრუქტორები არიან ეკერტი და მოუჩლი და მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით გამოთვლითი ტექნიკის განვითარებაში. 


 


    პირველი კომპიუტერი ენიაკი იწონიდა 27ტ. შედგებოდა 18000 ლამპრისგან,იკავებდა 200 კვ/მ ფართობს და მას ემასახურებოდა პროგრამისტთა და ინჟინერთა მთელი არმია.                                                                                        ENIAK-is პარალელურად დიდ ბრიტანეთში საიდუმლოდ იქმნებოდა  კომპიუტერი IBM , რომელსაც შეეძლო კოდების გაშიფრა, რის გამოც საჭირო იყო მისი გასაიდუმლოება. 1943 წელს ლონდონში გამოიგონეს მანქანა ჩოლოსსუს, რომელსაც ჰქონდა 1500 ელექტრონული ლამპა.



.
II თაობის კომპიუტერი(1958-1963)
ელექტრონული ტექნიკის განვითარებამ, კერძოდ,ტრანზისტორული (ნახევარგამტარული) ელემენტების გამოჩენამ განაპირობა 2 თაობის კომპიუტერის შექმნა. ლამპა შეიცვალა უფრო საიმედო და სჭრაფი ტრანზისტორით. ამ მანქანებს მახსოვრობა ჰქონდათ მაგნიტურ გულანებზე.ისინი წარმოადგენენ  პატარა რგოლებს,რომლებსაც შეეძლოთ დაემახსოვრებინათ ორმაგი ინფორმაცია. იგი წინამორბედი კომპიუტერისგან განსხვავდება მაღალი სწრაფქმედებით. გაიზარდა მისი მუშაობის საიმედობა, გამოყენების სფერო, შემცირდა მისი გაბარიტები და ენერგია. მას იყენებდნენ სხვადასხვა სტატისტიკური და ეკონომიური  ამოცანების ამოსახსნელად. 
ამ თაობის კომპიუტერებია: "M-220"    "BECM-4"   "yрал-4"  "минск-4" .. 



პირველი პერსონალური კომპიუტერი..


პერსონალური კომპიუტერი მისი წინამორბედისგან გამოირჩევა ბევრი უდავო უპირატესობით, როგორივაა სიმარტივე, საიმედობა, დაბალი ფასი და სხვა. სწორედ ამ უპირატესობის გამო გამოთვლითი ტექნიკა ადამინის მოღვაწეობის ყველა სფეროში შეიჭრა,რამაც თავის მხრივ საინფორმაციო საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ტემპების არნახული ზრდა გამოიწვია.
  პირველი პერსონალური მიკრო კომპიუტერი,სახელწოდებით "Altair" შეიქმნა 1974 წელს. ამ კომპიუტერის მწარმოებელი კომპანია "MITS"  დაარსა  ელ რობერტსმა. ფაქტიურად "Altair" წარმოადგენდა მიკრო კომპიუტერის ასაწყობ კომპლექტს და ძალიან განსხვავდებოდა თანამედროვე  პერსონალური კომპიუტერებისაგან. მას არ ქონდა არც კლავიატურა და არც მონიტორი. მონაცემების შეყვანა ხორციელდებოდა წინა პანელზე მოთავსებული გადამრთველების საშუალებით.







Apple-ის პირველი კომპიუტერი ლონდონის აუქციონზე 210 ათას დოლარად გაიყიდა
Ambebi.Geლონდონში, Christie's-ს აუქციონზე კომპანია Apple-ის მიერ 1976 წელს გამოშვებული პირველი კომპიუტერი 210 ათას დოლარად გაიყიდა. 

" Apple-1"-ის მფლობელი იტალიელი ბიზნესმენი და კოლექციონერი მარკო ბოლნეა. ორგანიზატორები წინასწარ ვარაუდობდნენ, რომ Apple-1 160-240 ათას დოლარად გაიყიდებოდა.

No comments:

Post a Comment