Thursday, June 9, 2011

ავტომობილი

ავტომობილი (ავტო... და ლათ. mobilis - მოძრავი), ძრავიანი თვითმავალი ეტლი, რომელსაც აქვს ორზე მეტი თვალი (თვლებთან ერთად შეიძლება ჰქონდეს მუხლუხები ან თხილამურები), გადაჰყავს მგზავრები და გადააქვს ტვირთი.








პირველი თვითმავალი ეტლის იდეა ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის. 1515 წელს მან მთავრობას წარუდგინა სამხედრო მიზნებისათვის განკუთვნილი თვითმავალის პროექტი, რომლის მიხედვითაც თვლები უნდა აემოძრავებინა წინასწარშეკუმშულ ზამბარას. 1689 წელს ი. ნიუტონმა დაამუშავა ორთქლის 1337 ქვაბიდან წნევით გამომავალი ორთქლის ჭავლის რეაქტიული პრინციპით მოქმედი თვითმავალი ეტლის პროექტი. ეს პროექტები თავის დროზე არ განხორციელებულა (მათში წამოყენებული პრინციპები გამოყენებულია ჩვენი დროის ბევრ სატრანსპორტო მანქანაში).
 ყველაზე გრძელი სერიული ავტომობილის ოდესმე წარმოებული მოდელი იყო 1938 წლის დუსენბერგ SJ ტაუნ-ქარი —6.25 მ, რაც ასევე უმძიმესი სტანდარტული მანქანა იყო 2903 კგ-ით.

გრძელი ლიმუზინები, რომლებიც ქუჩებში გვხვდება 10 მეტრს აღწევს და 14 მგზავრის გადაყვანა შეუძლია მეტნაკლები კომფორტით. ყველაზე გრძელი სამგზავრო ავტომობილი/ლიმუზინი 22 მ სიგრძის სპეციალური შეკვეთით არაბი შეიხისთვის კალიფორნიაში დამზადებული მანქანაა შუაში დამატებითი საყრდენით. 30,3 მეტრის ლიმუზინი 26 ბორბლით შოუ ბიზნესისთვის ააწყვეს ბუნბენკში.

მანქანა ყველაზე დიდი გარბენით არის 1966 წლის ვოლვო P-1800S, რომელსაც 1.764.000 მილი აქვს გავლილი დღემდე.

ეს არის პირველი მანქანის გეგმა



პირველი მერსედეს ბენცი




იხილეთ (ბიბლიოგრაფია)wikipwdia.org- დან

პირველი ავტომობილი მსოფლიოში YouTube-დან.


 ეს 1769 წელს იყო.. პირველი მანქანა, რომელიც ძრავზე ამუშავდა. 


კუნიოს პირველი ავტომობილი


წელს „მერსედეს ბენცი“, კარლ ბენცის მიერ პირველი ავტომობილის შექმნიდან 125 წლის იუბილეს აღნიშნავს. მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ პირველი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი იყო. გაცილებით ადრე, კერძოდ კი 1769 წელს, პირველი თვითმავალი ურემი, რომელსაც დღეს თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ავტომობილი, ფრანგმა გამომგონებელმა ნიკოლა-ჟოზე კუნიომ დაამზადა.
კუნიოს თვითმავალი ურემი (ფარდიე დე კუნიო, ან ფარდიე ა ვაპურ) სამხედრო დანიშნულებით შექმნა და მის მამოძრავებლად ორთქლის მანქანა გამოიყენა. თავისი ქმნილების საფუძვლად, მან ორბორბლიანი მძიმე ურემი გამოიყენა, რომელსაც სამხედროები მძიმე არტილერიის გადასატანად იყენებდნენ. ჩვეულებრივ, ურემს ცხენები ეზიდებოდნენ, რომლებიც კუნიომ დამატებითი ბორბლით და მასზე დამაგრებული ორთქლის მანქანით შეცვალა.
პირველად კუნიომ შედარებით პატარა ორთქლის მანქანა დაამზადა. მომდევნო წელს კი დიდი ზომის მანქანაც დამზადდა, რომელსაც გამომგონებლის გათვლით, ერთ საათში, 4 ტონა ტვირთის თითქმის 8 კილომეტრზე გადატანა შეეძლო (თუმცა, პრაქტიკაში ეს არავის შეუმოწმებია). საკუთრივ ორთქლის ურიკა 2.5 ტონას იწონიდა.
იმის გამო, რომ ყრიკაზე წონა მეტისმეტად უთანაბროდ იყო განაწილებული, ის არასტაბილურობით გამოირჩეოდა. ამ არასტაბილურობას ის ფაქტიც აძლიერებდა, რომ ურიკას მოძრაობა მოუწყობელ გზებსა და აღმართებზე უწევდა. სწორედ ეს გახდა პირველი ავარიის მიზეზიც - 1771 წელს, მეორე ურიკა უკონტროლო გახდა, დაღმართზე დაგორდა და არსენალის კედელს დაეჯახა. სწორედ ეს ინციდენტი შეიძლება ჩაითვალოს პირველ საავტომობილო ავარიად.
არც ორთქლის მანქანა გამოირჩეოდა სტაბილური მუშაობით. მისი ქვაბი ურიკის წინ იყო დაკიდული. მის ძირზე საცეცხლე იყო განლაგებული. დგუშის ასამოძრავებლად საჭირო ორთქლის წარმოქმნას დაახლოებით 15 წუთი სჭირდებოდა, რის გამოც, მანქანის მოძრაობა ხშირად წყდებოდა და მისი სიჩქარეც ამის გამო მცირდებოდა.
ხანმოკლე ტესტების შემდეგ, საფრანგეთის არმიამ კუნიოს ორთქლის მანქანაზე უარი თქვა. ამის მიუხედავად, 1772 წელს საფრანგეთის მეფე ლუი მეთხუთმეტემ, კუნიოს პენსიის სახით, წლიური 600 ლივრი დაუწესა. მისი მანქანა კი, 1800 წელს პარიზის ხელოვნების და ხელობის ეროვნული კონსერვატორიის მუზეუმში გადაიტანეს, სადაც დღემდე ერთ-ერთი გამორჩეული ექსპონატია.
კუნიოს ორთქლის ურიკის ზუსტი ასლი ტამპა ბეის (აშშ) საავტომობილო მუზეუმშიცაა გამოფენილი. ეს ექსპონატი, რომელიც ორიგინალურისგან განსხვავებით, მოქმედია, ახლახანს პარიზში, ყოველწლიურ პოპულარულ შოუ „რეტრომობილზე“ გამოფინეს.